რამდენიმე წლის წინ სადილზე Better Booch-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ტრეი ლოკერბი მილიარდერ უორენ ბაფეტს შეხვდა, მან შესაძლებლობით ისარგებლა და ბაფეტს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ინვესტირების შესახებ. კითხვები ეხებოდა წიგნებსაც, რომელიც ინვესტირების წარმატებით განხორციელებას აღწერს. ბაფეტი ხომ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საუკეთესო ინვესტორად ითვლება. როგორც აღმოჩნდა, უორენ ბაფეტი თავისი მენტორის ბენჯამინ გრაჰამის სტრატეგიით ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში. ამიტომაც ბაფეტმა ლოკერბის გრაჰამის წიგნის წაკითხვა ურჩია.
ლოკერბი ასევე საუბრობს სხვა წიგნებზეც, რომლებიც მას ბაფეტმა ურჩია. ესენია:
ბენჟამინ გრაჰამის წიგნები:
“უსაფრთხოების ანალიზი“
აღნიშნული წიგნი, რომელიც პროფესორმა გრაჰამმა დაწერა, ღირებულების ინვესტირებას, აქციების ყიდვას და მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მართვას უკავშირდება. როგორც ცნობილია, აღნიშნულმა წიგნმა უდიდესი გავლენა იქონია უორენ ბაფეტზე.
“გონიერი ინვესტორი“
ბაფეტი გრაჰამის აღნიშნულ წიგნსაც უწევს რეკომენდაციას. “ჩემი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა “გონიერი ინვესტორის“ შესყიდვის შემდეგ. ბენის იდეები ახსნილია ელეგანტური და გასაგები ენით“, – ამის შესახებ ბაფეტმა 2013 წელს დაწერა.
“ყველა იმ ინვესტიციას შორის, რაც მე განმიხორციელებია, ბენის წიგნის ყიდვა იყო საუკეთესო ინვესტიცია“, – დასძინა მან.
სმით გუდმენის წიგნები
“ფულის თამაში“
აღნიშნული წიგნი 1968 წელს გამოქვეყნდა, სადაც ავტორი წერს თუ როგორ უნდა განიხილო საფონდო ბირჟები თამაშად. “მან იცოდა როგორ გაემახვილებინა ყურადღება იმაზე, რაც მანამდე არავის უფიქრია“, – თქვა ერთხელ უორენ ბაფეტმა.
“სუპერფული“
წიგნი “სუპერფული“ 1972 წელს გამოქვეყნდა. მასში მოთხრობილია 70-იანი წლების საფონდო ბირჟები. წიგნში საუბარია ბაფეტზეც. “ამ წიგნში, სმითი აღნიშნავს, რომ მე მიყვარს ბეიზბოლის მეტაფორები. ის მართალია“, – განაცხადა ბაფეტმა.
დატოვე კომენტარი