Bloomberg-ის მონაცემებით, საქართველოს ექს–პრემიერის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ქონება წლის დასაწყისიდან დღემდე 270 მილიონი დოლარით გაიზარდა და 5.2 მილიარდი შეადგინა. მიუხედავად ზრდისა, ივანიშვილის ქონება ბოლო 6 წლის მინიმუმზეა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს ივანიშვილის ქონება 5.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა 20 დეკემბერს ის მკვეთრად 4.9 მილიარდამდე შემცირდა.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, $5,2 მილიარდით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობს შესაძლებელია 3.9 მილიონი უნცია ოქროს და 87.7 მილიონი ბარელი ნავთობის შეძენა.
ბიძინა ივანიშვილის ქონება ამერიკის შეერთებული შტატების მშპ-ს 0.027%-ს შეადგენს. მისი ქონება მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 0.09%-ია. ის ასევე ტოლია ამერიკის ტოპ 200 აღმასრულებელი დირექტორის მიერ ჯამში მიღებული კომპენსაციის 83%-ის.
Forbes-ის ვერსიით, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.9 მილიარდს შეადგენს.
ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის ღირებულება წლების მიხედვით შემდეგნაირად იცვლებოდა:
2009 წ – $3.2 მილიარდი
2010 წ – $4.8 მილიარდი
2011 წ – $5.5 მილიარდი
2012 წ – $6.4 მილიარდი
2013 წ – $5.3 მილიარდი
2014 წ – $5.2 მილიარდი
2015 წ – $5.2 მილიარდი
2016 წ – $4.8 მილიარდი
2017 წ – $4.5 მილიარდი
2018 წ – $4.6 მილიარდი
დატოვე კომენტარი