ნავთობი და საწვავი
- აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი სრულად აკრძალა.
- კანადამ რუსული ნავთობის, საწვავისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა.
- დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.
- მარტში ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა რეკორდულ 130-დოლარიან ნიშნულს მიაღწია.
- აშშ-ის მთავრობამ ვენესუელის ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციები შეამსუბუქა, Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების უფლება მიეცა.
- ნავთობის გაძვირების ფონზე, Saudi Aramco რეკორდულ მოგებაზე გავიდა – წლის I კვარტალში პლანეტის უმსხვილესი კომპანიის მოგებამ თითქმის $40 მილიარდი შეადგინა, რაც 82%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
- ნავთობის რეალიზაციით მიღებული რეკორდული მოგების ფონზე, საუდის არაბეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10% შეადგინა.
- გერმანიის მთავრობამ რუსულ Rosneft-ს ნავთობის გადამმუშავებელი უმსხვილესი ქარხანა ჩამოართვა, რომელიც ბერლინის საწვავით მომარაგების 90%-ს უზრუნველყოფდა.
- გერმანიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Uniper-ის ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.
- გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობაზე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა.
- იტალიის მთავრობამ LUKOIL-ის უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაცია გადაწყვიტა.
- რუსეთის მიერ ნავთობისა და გაზის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. მარტ-აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი 20-30 მილიონი დოლარი იყო, ზაფხულში კი საბიუჯეტო შემოსავლები 11-12 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
- რუსეთის ფედერაცია ჩინეთის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებელი გახდა, დღიურმა მოცულობამ 2 მილიონი ბარელი შეადგინა.
- თურქეთმა რუსეთის ფედერაციიდან ნედლი ნავთობის იმპორტი გააორმაგა – დღიურმა მიწოდებამ 200,000 ბარელს მიაღწია.
- ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი რეკორდულად გაზარდა, ყოველდღიური შესყიდვების საშუალო ღირებულება $110 მილიონამდე გაიზარდა.
- ჩინეთის ბაზარზე რუსეთთან კონკურენციის მიზნით, ირანმა ბარელი ნავთობის ფასი რუსულ Urals-თან შედარებით 10 დოლარით შეამცირა.
- Saudi Aramco-მ ჩინეთთან $10-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ნავთობის გადამმუშავებელი და ქიმიური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს.
- ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ (OPEC+) საერთაშორისო ბირჟას ნავთობის დღიური მიწოდება 2 მილიონი ბარელით შეუმცირა.
- EU-ის სანქციების გამო, რუსული LUKOIL-ის ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში აღარ გაივლის.
- ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ემბარგო აამოქმედა, 5 დეკემბრიდან EU-ში საზღვაო გზით რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტი სრულად აიკრძალა.
- G7-ისა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი დააწესეს, ზედა ჭერი ბარელ Urals-ზე 60 დოლარით განისაზღვრა.
- მოსკოვი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დამწესებელ სახელმწიფოებს მიწოდების შეწყვეტით ემუქრება.
გაზი და ბუნებრივი თხევადი აირი
- გერმანიის კანცლერმა მილსადენ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცედურა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
- აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა.
- დიდმა ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა.
- ლიეტუვა ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც რუსული გაზის იმპორტი სრულად შეწყვიტა.
- რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროკავშირმა ახალი ამბიციური გეგმა – REPowerEU წარადგინა, რომელიც 2030 წლამდე რუსული ენერგორესურსების იმპორტის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.
- გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში პირველი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის აშენება გადაწყვიტა.
- იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის გადამუშავების მიზნით, გერმანიის მთავრობამ მცურავი LNG-ტერმინალები იჯარით აიღო.
- რუმინეთმა Midia Gas Development-ის საშუალებით, შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვება დაიწყო – წლიური გამომუშავების სავარაუდო მოცულობა 500 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
- ევროკომისიამ აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
- LNG-ზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კატარმა თხევადი ბუნებრივი აირის წამყვანი ექსპორტიორი სახელმწიფოს წოდება მოიპოვა, მან აშშ-ს გადაუსწრო.
- ოქტომბერში პოლონეთ-ნორვეგიას შორის „ბალტიკური მილსადენის“ მონაკვეთი გაიხსნა, ნორვეგია პოლონეთისთვის უმნიშვნელოვანესი ენერგომიმწოდებელი გახდა.
- Gazprom-მა გერმანიას Nord Stream 1 მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა.
- შეთანხმება შედგა: კატარი მომდენო 15 წლის განმავლობაში გერმანიას ყოველწლიურად 2 მილიონ კუბურ მეტრ თხევად აირს (LNG) მიაწვდის.
ბირთვული ენერგია
- ბელგიის მთავრობამ 2025 წლისთვის ქვეყანაში არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
- ემანუელ მაკრონმა 2050 წლამდე საფრანგეთში მინიმუმ 6 ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დააანონსა.
- გერმანია 2022 წლის ბოლომდე ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვას გეგმავს.
- ევროპარლამენტმა ბუნებრივ აირსა და ბირთვულ ინვესტიციებს „მწვანე“ სტატუსი მიანიჭა.
- ევროპაში არსებული ენერგოკრიზისის დასაძლევად, საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო.
კლიმატის ცვლილება და „მწვანე“ ენერგიის განვითარება
- საფრანგეთის მთავრობამ საწარმოო ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6-მილიარდიანი სტრატეგიული გეგმა წარადგინა.
- საუდის არაბეთის მთავრობამ ქვეყანაში მწვანე ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 80 მილიარდი დოლარი გამოყო.
- 2035 წლიდან ევროკავშირის მასშტაბით ბენზინსა და დიზელზე მომუშავე, შიდაწვისძავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვა სრულად აიკრძალა.
- ბრიტანული ენერგოგიგანტი Shell-ი, ბიოგაზის დანიურ მწარმოებელ Nature Energy-ის $2 მილიარდად ყიდულობს.
- ესპანურმა Acciona Energia-მ ავსტრალიაში $1.34 მილიარდის ღირებულების ქარის ელექტროსადგურის აშენება დააანონსა.
ქვანახშირი
- ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციიდან ქვანახშირის იმპორტი სრულად აკრძალა.
- აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში რუსული ქვანახშირი აკრძალა.
- დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
- იაპონიამ რუსეთის ფედერაციიდან ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.
- ინდოეთმა რუსული ქვანახშირის იმპორტი რეკორდულად გაზარდა.
- ენერგოკრიზისის ფონზე, გერმანიის ხელისუფლებამ გაჩერებული ქვანახშირის ელექტროსადგურების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.
ჰიდროენერგეტიკა
- ჩინეთში Huaneng Power-მა მსოფლიოში უდიდესი, 320-მეგავატიანი წყალზე მოტივტივე ფოტოვოლტაიკური ელექტროსადგურის მშენებლობა დაასრულა.
- Shell-მა ჩინეთში წყალბადის ელექტროლიზის უმსხვილესი, 20-მეგავატიანი დანადგარი აამოქმედა.
- თურქეთში უდიდესი, 1.9 მლრდ კვტ/სთ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური და “იუსუფელის” 275-მეტრიანი კაშხალი ოფიციალურად გაიხსნა.
















