2018 წლის პირველ კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ, წინა კვარტალთან შედარებით, 4.2%-ით, ხოლო ევროსთან 0.04%-ით გამყარდა. 8 მაისის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.4512 ლარია, წლის დასაწყისში კი 2.5922 ლარი იყო.
წლის პირველ კვარტალში (იანვარ-მარტი) ლარი რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებაში, 1.6%-ით და 4.5%-ით გამყარდა. წლის დასაწყისში ერთი თურქული ლირას ღირებულება 0,68 ლარი იყო, დღეს კი ერთი ლირას ყიდვა 0.5753 ლარადაა შესაძლებელი.
წლის პირველ კვარტალში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 2.4%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 0.7%-ით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 2.6%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად კი 1.9%-ით გაუფასურდა.
დატოვე კომენტარი