Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს.
სიაში ბიზნესის, პოლიტიკის, მედიისა და ტექნოლოგიური სფეროს ის წარმომადგენლები ხვდებიან, რომლებიც მსოფლიოშს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში იღებენ მონაწილეობას.
წელს უკვე მერვედ, გამოცემამ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალბატონად ანგელა მერკელი დაასახელა. “ევროპისა და მსოფლიოს დეფაქტო ლიდერი”, – ასე ახასიათებს Forbes გერმანიის კანცლერს.
მეორე ადგილს სიაში ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი იკავებს. გამოცემა წერს, რომ მის დამსახურებაში არამხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი ქვეყნის მმართველობაა, არამედ მის სათავეში ყველაზე რთულ დროს მოხვედრაც. სწორედ ტერეზა მეი გახდა ბრიტანეთის პრემიერი მას შემდეგ, რაც ქვეყანის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმის გზით ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა და ბოლო წლებია ტერეზა მეის მთავარი მიზანი ამ პროცესის “უმტკივნეულოდ” დასრულებაა.
მესამე პოზიციაზე კრისტინ ლაგარდია. ის 2011 წლიდან ხელმძღვანელობს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და ფინანსურ და ეკონომიკურ რეკომენდაციებს აძლევს მსოფლიოს 189 ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, რუსეთსა და ბრიტანეთს. ლაგარდის მმართველობის პერიოდში IMF-ს ისეთ საკითხებზე მოუწია მუშაობა, როგორიც მაგალითად ევროზონის ვალთან დაკავშირებული კრიზისი იყო. წელს კი ლაგარდმა ბანკებს ღიად მოუწოდა უფრო სწრაფი ტემპით განვითარდნენ ციფრული ეკონომიკის ხანაში და გახდნენ მოწყვლადები ციფრული ვალუტების მიმართ.
მეოთხე ადგილზე დაწინაურდა მერი ბარა. ის წლებია General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. სწორედ ის იყო ინიციატორი, რომ კომპანიას მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა თვითმართვად ავტომობილებში. მხოლოდ გასულ წელს მან $22 მილიონის შემოსავალი მიიღო.
ხუთეულს აბიგაილ ჯონსონი – Fidelity Investment-ის პრეზიდენტი ასრულებს. 70 წელზდე მეტი ისტორიის მქონე კომპანიის სათავეში ის 2016 წელს მივიდა, მას შემდეგ რაც მას თანამდებობა და წილი კომპანიაში ბაბუისგან მემკვიდრეობით ერგო.
მეექვსე ადგილს მელინდა გეითსი იკავებს. პლანეტის უმდიდრესი ადამიანის მეუღლე გავლენიან ქალებს შორის ქველმოქმედებით გამოირჩევა. ბილ და მელინდა გეითსების ფონდი 2000 წელს დაფუძნდა და დღესაც მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კერძო საქველმოქმედო ფონდია.
მეშვიდე პოზიციაზე სუზან ვუჩიცკი – Youtube-ის აღმასრულებელი დირექტორია. ის ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა, მანამდე კი Google-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელიც იყო.
მერვე ადგილს ანა პატრისია ბოტინი – Santander-ის ხელმძღვანელი იკავებს. ის პირველი ქალია, რომელიც ევროზონის უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელი გახდა 2014 წელს.
მეცხრე ადგილზე მერილის ჰიუსონია. ის Lockheed Martin -ს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი კერძო კომპანიაა, რომელიც თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ტენოლოგიების სფეროში საქმიანობს.
ათეულს ასრულებს ჯინი რომეტი – IBM-ის აღმასრულებელი დირექტორი. სწორედ მის სახელს უკავშირებს Forbes კომპანიის “გაციფრულების ახალ ეტაპს”.
დატოვე კომენტარი