Times Higher Education წლის ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების სიას აქვეყნებს.
რეიტინგის შესადგენად სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს იმ 15 უნივერსიტეტის დასახელება სთხოვეს, რომელიც წამყვან ადგილს იკავებენ, როგორც სამეცნიერო ნაშრომებისა და კვლევების განხორციელების, ასევე სწავლების კუთხით.
სიას კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტები ლიდერობენ, უკვე მერვედ Harvard ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად სახელდება. ამასთან, ასეულში კიდევ 43 ამერიკული უნივერსიტეტი შედის.
2014 წლიდან პირველად სიას შეუერთდა კალიფორნიის ლოს ანჯელესის უნივერსიტეტი.
100 ყველაზე პრესტიული უნივერსტეტიდან 9 გაერთიანებული სამეფოდანაა, რაც წინა წელთან შედარებით ერთით შემცირებული მაჩვენებელია. Cambridge და Oxford მეოთხე და მეხუთე ადგილებს იყოფენ, თუმცა ყველა სხვა ბრიტანული უნივერსიტეტი სიაში ჩამოქვეითდა.
სიაში მოხვდა 2 ავსტრალიური უნივერსიტეტი. გერმანული უნივერსიტეტებიდან 100-ულში კვლავ 6 მოხვდა, თუმცა მათგან 3 რეიტინგში ჩამოქვეითდა. 6 უნივერსიტეტით არის წარმოდგენილი სიაში ჩინეთიც.
პირველ ათეულს კი შემდეგი უნივერსიტეტები ინაწილებენ:
Harvard University
ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები
სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა – 20,326
ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 8.9
საერთაშორისო სტუდენტების წილი – 26%
Massachusetts Institute of Technology
ქვეყანა – ამერიკის შეერთებული სტატები
სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა – 11,177
ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 8.7
საერთაშორისო სტუდენტების წილი – 34%
Stanford University
ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები
სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა – 15,845
ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 7.5
საერთაშორისო სტუდენტების წილი – 22%
University of Cambridge
ქვეყანა – გაერთიანებული სამეფო
სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა – 18,389
ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 20.9
საერთაშორისო სტუდენტების წილი – 35%
University of Oxford
ქვეყანა – გაერთიანებული სამეფო
სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა – 20,409
ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 11.2
საერთაშორისო სტუდენტების წილი – 38%
University of California, Berkeley
ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები
სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა – 36,182
ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 13.1
საერთაშორისო სტუდენტების წილი – 17%
Princeton University
ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები
სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა – 7,955
ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 8.3
საერთაშორისო სტუდენტების წილი – 24%
Yale University
ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები
სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა – 12,155
ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 4.3
საერთაშორისო სტუდენტების წილი – 21%
University of California, Los Angeles
ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები
სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა – 39,279
ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 9.6
საერთაშორისო სტუდენტების წილი – 17%
University of Chicago
ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები
სრული განაკვეთის სტუდენტების რაოდენობა – 13,525
ადგილზე დასაქმებულ თითო სპეციალისტზე სტუდენტების რაოდენობა – 6.2
საერთაშორისო სტუდენტების წილი – 25%
დატოვე კომენტარი