Forbes წლის საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების სიას აქვეყნებს. 72 000 დასაქმებულით Google-ის დედა კომპანია Alphabet პირველ ადგილს იკავებს. კომპანიამ გასული წელი $19.3 მილიარდიანი მოგებით დაასრულა, მისმა გაყიდვებმა კი $98.9 მილიარდი შეადგინა.
რეიტინგში მეორე ადგილს Microsoft იკავებს, ხოლო მესამეს კი Japan Exchange Group. სიის პირველი ათეულიდან 6 კომპანია ამერიკულია: Alphabet, Microsoft, Apple, Noble Energy, Williams და IBM.
Microsoft წელს Forbes-ის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მისი მოგება გამოცემას $21.2 მილიარდად აქვს შეფასებული, გაყიდვები კი წლიურად $89 მილიარდად.
საუკეთესო დამსაქმებლების გამოსავლენად 36 000 რეკომენდაცია გაანალიზდა. უფასო სადილი, დასასვენებელი ოთახები ოფისში და ანაზღაურებადი შვებლება, – გამოცემამ რეიტინგის შედგენისას ამ და სხვა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. რესპოდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ როგორც საკუთარი დასაქმებული ასევე გამოეხატათ პოზიცია გაუწევდნენ თუ არა საკუტარ ახლობელს რეკოემნდაციას მასთან მუშაობისთვის.
საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიებში Apple მეოთხე ადგილს იკავებს, ათეულს LG Corp ხურავს. მეცამეტე ადგილზეა Siemens, ხოლო Volkswagen Group კი მეთხუთმეტეზე. სიაში 29-ე ადგილზეა Johnson & Johnson, Coca-Cola 35-ზე, ხოლო Walt Disney 39-ზე.
Amazon სიაში 45-ე ადგილზეა, Facebook კი 70-ზე.
დატოვე კომენტარი