საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით გასულ თვეში საქონლისა და მომსახურების ფასები 0.02%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ (ბოლო 12 თვის) 3.4% შეადგინა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად (11.4%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. 7.4%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი, 8.2%-ით ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასი. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 5.7%-ით გაძვირდა. 0.6%-ით და 3/.3%-ით მოიკლო ტრანსპორტის და ტანსაცმლის ფასებმა.
დატოვე კომენტარი