წლის 8 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $2.23 მილიარდის შემოსავალი მიიღო. აქედან ყველაზე მეტი შემოსავალი აგვისტოში დაფიქსირდა და მან 441 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 47 მლნ დოლარით (12%) აღემატება. გასული წლის აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 394 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
2017 წელს ჯამში საქართველომ ტურიზმიდან 2.7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.
წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყველაზე მეტად აპრილში გაიზარდა, როდესაც ზრდამ 33.4% შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში 10.7%-ით გაიზარდა და ჯამში 1 040 544 ვიზიტორი შეადგინა.
საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა. 2017 წლის აგვისტოში 646 999 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის აგვისტოში 737 049.
დატოვე კომენტარი