ტურიზმის 5 წლიანი გამოწვევა - G&T ტურიზმიდან შემოსავლის $3.6 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებს

ტურიზმის 5 წლიანი გამოწვევა - G&T ტურიზმიდან შემოსავლის $3.6 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებს

საქართველოში ტურისტების მიერ დახარჯული თანხა სექტორთან დაკავშირებულ ყველა აქტივობის შემთხვევაში იზრდება. ასე მაგალითად, საკვებზე დანახარჯი 2018 წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 59%-ით გაიზარდა, განთავსებაზე 45%-ით, შოპინგზე 32%-ით, ხოლო ტრანსპორტზე 18.4%-ით.

slide36

G&T ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 6 ბრენდული სასტუმრო გაიხსნა: Moxy by Marriott, რომელიც 130 ოთახს აერთიანებს; Ramada Encore, რომელიც 152 ოთახს აერთიანებს; Best Western City Centre, რომელიც 44 ოთახს აერთიანებს; Best Western Premier, რომელიც 104 ნომერს აერთიანებს; Best Western საირმე, რომელიც 81 ოთახს აერთიანებს და 5-ვარსკვლავიანი Radisson Collection წინანდალი, რომელიც 120 ნომერს აერთიანებს.

ამასთან, თუკი 2014 წელს საქართველოში 1623 სასტუმრო ნომერი ფუნქციონირებდა, 2018 წელს მათი რაოდენობა 3770-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება G&T-ს პროგნოზს, 2019 წელს მოსალოდნელია ტურისტების რაოდენობის 11.4%-ით ზრდა, რაც 5.3 მილიონ ვიზიტორს უდრის. G&T-ს პროგნოზით, გაიზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც და ის 3.6 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც გასული წლის მონაცემს 12,3%-ით აღემატება.

slide37

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *