Turkish Airlines-ი პანდემიის კრიზისიდან თავის დასაღწევად თანამშრომელთა ხელფასების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
კერძოდ, როგორც მოსალოდნელია, იგეგმება ეკიპაჟის წევრებისა და აეროპორტის თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება. აღნიშნულს ითვალისწინებს კომპანიასა და უმსხვილეს პროფესიულ გაერთიანებას შორის მიღწეული შეთანხმება.
კერძოდ, Turkish Airlines-ი აპირებს პილოტებისთვის ხელფასის 50%-ით შემცირებას, ეკიპაჟის წევრებისთვის 35%-ით, ხოლო სხვა პერსონალისთვის 30%-ით. შემცირებულ ხელფასებს ავიაკომპანიის თანამშრომლები 2021 წლის ბოლომდე აიღებენ.
ამასთან, პროფკავშირებში აცხადებენ, რომ თანამშრომლების დათხოვნა არ იგეგმება.
ცნობისთვის, Turkish Airlines-მა შიდა და საერთაშორისო რეისების განხორციელება აპრილსა და მაისში შეაჩერა, ივნისიდან კი ეტაპობრივად დაიწყო აღდგენა. კრიზისის გამო, ავიაკომპანიის შემოსავალმა 2020 წლის მეორე კვარტალში $843 მილიონი შეადგინა, რაც მესამედია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
დატოვე კომენტარი