2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20%-ით არის გაზრდილი. მგზავრთნაკადის მატებასთან ერთად იზრდება ბაზარზე ავიაკომპანიების რაოდენობა და მათ მიერ განხორციელებული სიხშირეებიც.
2019 წლის პირველის სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 016 098 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93%-ით (175 865 მგზავრით), ხოლო 2017 ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63.02%-ით (840 233 მგზავრით) არის გაზრდილი.
ბაზარზე ლიდერი უნგრული დაბალბიუჯეტური WiZZair-ია. მას მოსდევს თურქეთის ავიახაზები და ჯორჯიან ეარვეისი.
საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტული წილი რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით წლის პირველ კვარტალში შემდეგი იყო:
WizzAir – 152 697 მგზავრი. მთლიანი მოცულობის 15%
Turkish Airlines – 110 962 მგზავრი. მთლიანი მოცულობის 11%
Georgian Airways – 99 324 მგზავრი. მთლიანი მოცულობის 10%
Pobeda Airlines – 96 546 მგზავრი. მთლიანი მოცულობის 10%
ურალის ავიახაზები – 60 507 მგზავრი. მთლიანი მოცულობის 6%
ბაზრის 50%–ზე მეტი 5 ავიაკომპანიაზე მოდის. დანარჩენ წილს კი სხვა კომპანიები იყოფენ.
რაც შეეხება საქართველოში მოქმედ აეროპორტებს, ტრადიციულად ყველაზე დიდი წილი თბილისის აეროპორტზე მოდის. პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 804 673 მგზავრს მოემსახურა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 51 900 მგზავრი იქნა გადაყვანილი, ქუთაისის აეროპორტით კი 156 784 მგზავრი.
დატოვე კომენტარი