Twitter–ი იუბილარია. სოციალურ ქსელს 21 მარტს 10 წელი შეუსრულდა. დღეს მიკრობლოგი უკვე 35 ენაზეა ხელმისაწვდომი, მის ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 320 მილიონს აღწევს. ისტორია 10 წლის წინ ერთი ტვიტით დაიწყო – “ახლახანს ჩემი პირველი ტვიტი გავაგზავნე”, – დაწერა სოციალური ქსელის შემქმნელმა, ჯეკ დორსმა საკუთარ ექაუნთზე.
მას შემდეგ, ყოველდღიურად ადამიანები მთელი მსოფლიოდან წერენ იმაზე, რაც მათ ყველაზე მატად აღელვებთ. Twitter–ის საბაზრო კაპიტალიზაცია 11,67 მილიარდი ამნერიკული დოლარია, კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 35 ოფისი აქვს.
დატოვე კომენტარი