ოთხშაბათს Twitter Inc-მა განაცხადა, რომ ისინი მობილურ სარეკლამო კომპანია MoPub AppLovin Corp-ს $1.05 მილიარდად ყიდიან ნაღდი ანგარიშსწორებით, რადგან მიკრობლოგის პლატფორმა უფრო მეტად საკუთარ აპლიკაციებსა და ვებგვერდზე რეკლამის განთავსებაზე ფოკუსირდება.
MoPub-ი, რომელმაც გასულ წელს $188 მილიონი შემოსავალი მოიტანა, კომპანიებს საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნონ რეკლამირების ტენდენციებს მიმდინარე პერიოდში. ეს პლატფორმა დაახლოებით Google-ის DoubleClic-ის ანალოგს წარმოადგენს.
„ტვიტერის“ ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა განაცხადა, რომ MoPub–ის გაყიდვის შემდეგ Twitter-ს საკუთარ ვებსაიტზე რეკლამების დიდი პოტენციალის გამოყენება მოუწევს.
Twitter–მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ყურადღებას გაამახვილებს მის ძირითად საქმიანობაზე და ამასთან დაამატებს ახალი პროდუქტებსა და მახასიათებლებს, რათა მიაღწიოს მიზანს – გააორმაგოს თავისი შემოსავალი 2023 წელს $7,5 მილიარდამდე.
„MoPub-ის გაყიდვა Twitter -ს შესაძლებლობას მისცემს, თავის ისეთ ძირითად პროდუქტებში, რომლებიც გრძელვადიანი მიზნის მიღწევას ემსახურება, დამატებითი თანხები ჩადოს“, – აღნიშნა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსმა.
MoPub-ის AppLovin-ისთვის მიყიდვას აღმასრულებელმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. AppLovin-ი ახალშექმნილი კომპანიაა, რომელიც 200-ზე მეტ უფასო მობილურ თამაშს აერთიანებს – ისეთებს, როგორიცაა „Word Connect“, „Slap Kings“ და „Bingo Story“.
ფოტო: Winni Wintermeyer / The Washington Post
დატოვე კომენტარი