Uber-ი თანახმაა შეისყიდოს მიტანის სერვისის Postmates-ის ყველა აქცია $2.65 მილიარდად. ამის შესახებ bloomberg-ი წერს.
Uber Eats-ისა და Postmates-ის გაერთიანებულ ბიზნესს Uber Eats-ის უფროსი პიერ-დიმიტრი გორე-ქოთი მართავს. მათი შეთანხმებით, Postmates-ის აღმასრულებელი დირექტორი და მისი გუნდი Postmates-ს, როგორც ცალკეულ სერვისს, ისე აამუშავებენ.
ეს შენაძენი Uber-ს დაეხმარება მისი კონკურენტის, DoorDash Inc-ისთვის გასწრებაში, რომელიც ამჟამად აშშ-ში საკვები პროდუქტის ადგილზე მიტანის მოწინავე სერვისია.
აღსანიშნავია, რომ გარიგების შესახებ საუბარი ორ კომპანიას შორის ოთხი წელია მიმდინარეობს. Uber-მა მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დააჩქარა, როდესაც კომპანიას პირდაპირ მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელმა პირებმა ეს შეთავაზება დაადასტურეს, გეგმები შეიძლება მაინც შეიცვალოს.
2011 წელს დაფუძნებული Postmates-ი იყო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მოქალაქეების საკვების გამოძახების საშუალება აპლიკაციით მისცა. თუმცა, გასულ წლებში კონკურენცია გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანია სხვებს ჩამორჩა.
დატოვე კომენტარი