უძრავი ქონების პლატფორმა Livo-ს გადაწყვეტილებით, 2 თვის განმავლობაში, ნებისმიერი მსურველი სამშენებლო კომპანია კვალიფიციურ, ინდივიდუალურ კონსულტაციას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. კომპანიებს კონსულტაციას ლივოს წარმომადგენლები საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვის მიმართულებით გაუწევენ.
მომსახურებით რამდენიმე პარტნიორმა სამშენებლო კომპანიამ უკვე ისარგებლა. ლივოს კონსულტაციის შედეგად, არსებული გამოწვევის ფონზე, გაყიდვების ახალი სტრატეგიით მუშაობამ აპრილის თვეში დეველოპერებისთვის დადებითი შედეგი გამოიღო. ზოგიერთ შემთხვევაში კი, წინა თვეებთან შედარებით შედეგები ბევრად უკეთესი აღმოჩნდა.
კოვიდ-19-ის გამოწვევის ფონზე, Livo-ს მიერ გაყიდვების სტრატეგიის გადაგეგმვა და კონსულტირება შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:
- პროექტის შესწავლა;
- უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირების მოთხოვნის გაანალიზება არსებულ ბაზებზე დაყრდნობით;
- გაყიდვების ახალი გეგმის შემუშავება ფულადი ნაკადების (cash flow) და კომპანიის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების გათვალისწინებით;
- კონსულტაციის გაწევა სარეკლამო არხებისა და მათ ეფექტიანად გამოყენების შესახებ.
კომპანიებთან კომუნიკაცია მოხდება დისტანციურად, “ზუმის“ საშუალებით.
უძრავი ქონების პლატფორმა Livo მომხმარებელს ციფრულ სივრცეში სთავაზობს უძრავი ქონების შეფასებას, აზომვას, დაზღვევას და სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს. პლატფორმას დღეში 20 000 – მდე მომხმარებელი სტუმრობს. ლივოს მიერ თვეში 10 000 – მდე უძრავი ქონების შეფასება ხდება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის და ჰყავს შემფასებლების ყველაზე გამოცდილი გუნდი. პლატფორმაზე განთავსებულია გასაყიდი და გასაქირავებელი უძრავი ქონების მხოლოდ გადამოწმებული განცხადებები და ყველა ახალი სამშენებლო კომპანიის პროექტი. პარტნიორ სამშენებლო კომპანიებს პოტენციური კლიენტების მოძიებაში ეხმარება და უწევს კონსულტაციას. აქვს ყველაზე დიდი უძრავი ქონების რეალური მსურველების ბაზა, რომლის განახლებაც ხდება ყოვედღიურად, ლივოს ქოლცენტრი დღეში 300 ადამიანს ესაუბრება და აფიქსირებს მათ მოთხოვნებს. შიდა კვლევების მიხედვით, გამყიდველი მყიდველს პოულობს საშუალოდ 26 დღეში, რაც ბაზარზე საუკეთესო შედეგია.
დატოვე კომენტარი