2018 წელს თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.
რეალიზებული ფართობის მოცულობა 31%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, 2017 წელს ზრდა 17% იყო. TBC კვლევის მიხედვით, მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია პრემიუმ და საშუალო სეგმენტის ბინებზე. თუკი დაბალი სეგმენტის ბინებზე ზრდა 28.2%-ია, საშუალო სეგმენტის შემთხვევაში ის 55%-ს, ხოლო პრემიუმ სეგმენტის შემთხვევაში კი 47.8%-ს შეადგენს.
TBC-ის პროგნოზით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია მიწოდების შემცირება, დიდი მშენებლობები კი ქალაქის პერიფერიებში გადაინაცვლებს.
ამჟამად თბილისში 2.7 მლნ კვმ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობა მიმდინარეობს, აქედან 1.1 მლნ კვმ კი უკვე გაყიდულია. პროგნოზის მიხედვით, 1.6 მილიონი კვმ ახალი ბინა, საერთო ღირებულებით 1.14 მილიარდ აშშ დოლარი, მომდევნო 2.5 წლის განმავლობაში გაიყიდება.
რაც შეეხება ფასებს უბნების მიხედვით ის შემდეგნაირად გამოიყურება:
გარდა ამისა, TBC ვარაუდობს, რომ დეველოპერები აქტიურად გადავლენ შიდა განვადების სქემებზე, ბინის შეძენისთვის პირველადი გადასახდელი კი გაიზრდება.
დატოვე კომენტარი