გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე ახალი ბრიტანული ციფრული ბანკის სტარტაპი, Revolut-ი, გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიარდი აშშ დოლარია. კომპანიის განცხადებით, უახლოეს მომავალში ისინი 800 მილიონ ამერიკულ დოლარს აითვისებენ ციფრული ბანკისათვის ახალი პროდუქტების შესაქმნელად, შეერთებულ შტატებში ოპერაციების გასაფართოებლად და ახალ საერთაშორისო ბაზარზე შესასვლელად. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი ინდოეთის ბაზრის ათვისებაც იქნება.
Revolut-ი გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა და პოპულარობა მალევე მოიპოვა მოგზაურებს შორის. კომპანია მოგზაურებს აპლიკაციის დახმარებით ვალუტის კონვერტაციას სთავაზობს ბანკომატის საპროცენტო გადასახადისაგან თავის ასარიდებლად. მას შემდეგ კომპანია გაფართოვდა როგორც ფინანსების მენეჯმენტის, ისე საინვესტიციო მომსახურებების კუთხით.
Revolut-ი გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიაა. როგორც ჩანს, კომპანიამ ინდივიდუალური ინვესტორების ყურადღებაც დაიმსახურა. ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასები დაახლოებით 20%-ით გაიზარდა 7 ივლისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოჩენის შემდეგ.
London & Partners-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ლონდონში მთლიანობაში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მაღალი ღირებულების მქონე 29 კომპანია ფუნქციონირებს. ნახევარი წლის განმავლობაში ლონდონმა რეკორდული რაოდენობის ინვესტიციების, 5.3 მილიარდი აშშ დოლარის, მოზიდვა შეძლო. ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში მხოლოდ სან-ფრანცისკოს ჩამოუვარდება.
საბანკო ლიცენზია Revolut-მაევროპის ცენტრალური ბანკის მიერ 2018 წელს მიიღო. სრული ლიცენზიის მისაღებად კომპანიამ გაერთიანებულ სამეფოს წლის დასაწყისში მიმართა. Revolut-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 16 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
დატოვე კომენტარი