უკრაინამ რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის $420 მილიონის მოცულობის ქონება დააყადაღა, – ამის შესახებ უკრაინის მთავარმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე დაწერა. დაყადაღებული აქტივები რუსული „ალფა-ბანკის“ უკრაინული შვილობილი კომპანიის ანგარიშებზე ინახებოდა – დაყადაღებულ ქონებას შორის მოხვდა ფრიდმანთან აფილირებული კვიპროსული კომპანიების ფასიანი ქაღალდებიც.
„ფრიდმანი და მის მიერ მართული ბიზნესმენები ბანკსა და კვიპროსზე რეგისტრირებულ კომპანიებს სანქციებისა და სხვა იძულებითი ღონისძიებებისგან თავის დასაღწევად იყენებდნენ“, – დაწერა ვენედიქტოვამ. მთავარმა პროკურორმა დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დამატებით დააყადაღა $15.9 მილიონის მოცულობის აქტივები, რომლებიც რუსეთში ძალიან მწირი საწესდებო კაპიტალის მქონე კომპანიის ასტრონომიულ თანხად შეძენის გზით უნდა მოხვედრილიყო.
ცნობისთვის გეტყვით, რომ მიხაილ ფრიდმანი „ალფა-ჯგუფის“ დამფუძნებელია – სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის „IDS ბორჯომის“ 60%-იანი წილი.
დატოვე კომენტარი