Ukrayinska Pravda-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2020 წელს უკრაინის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საწარმოების მხოლოდ 28%-მა შეძლო მოგების მიღება.
უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, საერთო ჯამში, არსებული 3343 სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საწარმოდან, 2020 წელს ფუნქციური მხოლოდ 1458, ანუ მათი 43% იყო. ხოლო აღნიშნული ფუნქციური საწარმოებიდან მოგება მხოლოდ 947-მა, ანუ 28%-მა ნახა.
საინტერესოა, რომ ამ საწარმოებს 87 სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ფლობს. Ukrayinska Pravda-ს კვლევის მიხედვით, უკრაინულმა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა საწარმოებმა 2020 წელს ჯამურად 1.87 მილიარდი აშშ დოლარი იზარალეს. მათი საერთო ღირებულება კი 62 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
ყველაზე დიდი დანაკარგი, კვლევის მიხედვით, უკრაინის ყველაზე დიდ ნავთობისა და გაზის კომპანიას, Naftogaz of Ukraine-ს ჰქონდა. 2020 წელს კომპანიამ 685 მილიონი აშშ დოლარის ზარალი ნახა.
სახელმწიფო საკუთრების დაფინანსების უწყების ხელმძღვანელმა, დმიტრო სენიჩენკომ, განაცხადა, რომ 2021 წლის აპრილიდან სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესი სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით 430 მილიონ ამერიკულ დოლარს მოუტანს.
აღნიშნული ნაბიჯი სახელმწიფოსათვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პრივატიზაციის პროგრამით უკრაინამ ბიუჯეტს 2018 წელს მხოლოდ 10 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2019 წელს 21 მილიონი აშშ დოლარი შემატა.
დატოვე კომენტარი