უკრაინაში ძალაში შევიდა რუსული წარმოების 43 სახეობის პროდუქტზე აკრძალვა, მათ შორის არის, სიგარეტი, არაყი, საკონდიტრო ნაწარმი, ხორცი, გაყინული და შებოლილი თევზი, რძე, ყველი, ყავა, შავი ჩაი, ალაოს ლუდი, ეთილის სპირი, ძაღლის და კატის საკვები, ძეხვი და სხვა. აიკრძალა ასევე რკინიგზის და ტრამვაის დიზელის ელმავლების ლოკომოტივების აღჭურვილობა.
გადაწყვეტილება ოფიციალურმა კიევმა რუსეთის საპასუხოდ მიიღო. მოსკოვმა დსთ-ის წევრობის ფარგლებში უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის პირობები შეცვალა. ნულოვანი დაბეგვრის ნაცვლად, უკრაინული საქონელი რუსეთში შესვლისას 3-9 % ით იბეგრება. კრემლის გადაწყვეტილებაზე გავლენა უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებამ გამოიწვია, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა.
დატოვე კომენტარი