ევროკავშირი სოლიდარობის ფონდის შექმნას გეგმავს, რომლის დახმარებითაც უკრაინის აღდგენისათვის საჭირო თანხების უდიდეს ნაწილს გამოყოფს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. როგორც ირკვევა, ევროპულმა კომისიამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატებს განუცხადა, რომ ის ისეთ ინსტრუმენტზე მუშაობს, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან საჭიროებებს დააკმაყოფილებს.
როგორც ჩანს, სტრუქტურულად, ეს ფონდი პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკების გამოკეთებისთვის შექმნილი ფონდის მოდელზე იქნება დაფუძნებული. რაც შეეხება ფინანსურ ინსტრუმენტებს და რეფორმებს, ისინი უკრაინის ხელისუფლებასთან წინასწარ იქნება შეთანხმებული. აღსანიშნავია, რომ ფონდის ფინანსების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ომის დამთავრების შემდეგ, უკრაინის აღდგენისთვის ევროკავშირი ასობით მილიარდ ევროს გამოყოფს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, უკრაინის უმდიდრესმა ადამიანმა, რინატ ახმეტოვმა დადო პირობა, რომ ომის შემდეგ, ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლს საკუთარი სახსრებით აღადგენდა – ცნობისთვის, სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს ახმეტოვის კომპანიების მფლობელობაში არსებული საბადოები.
დატოვე კომენტარი