უკრაინის ექსპორტში რუსეთის წილი 7.7 პროცენტია, ევროკავშირის - 42%

უკრაინის ექსპორტში რუსეთის წილი 7.7 პროცენტია, ევროკავშირის - 42%

2018 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, უკრაინამ ევროკავშირის ბაზარზე 8.2 მილიადი დოლარის პროდუქცია შეიტანა, რუსეთის ბაზარზე კი 1.5 მილიარდი დოლარის. ევროკავშირში ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 42% შეადგინა, რუსეთში ექსპორტმა კი 7.7%.

უკრაინას და რუსეთს შორის ომი 2014 წელს დაიწყო, ქვეყნებმა ერთმანეთს ეკონომიკური სანქციებიც დაუწესეს და ბუნებრივია, ორმხრივი ვაჭრობაც შემცირდა. 2013 წელს უკრაინის ექსპორტი 63 მილიადი დოლარი იყო, აქედან რუსეთში 15 მილიარდი დოლარის, ხოლო ევროკავშირში 17 მილიარდი დოლარის პროდუქცია შევიდა.

2014-2015 წლებშუ უკრაინაში ეკონომიკური კრიზისი იყო, ეკონომიკა 16%-ით, ექსპორტი კი 23%-ით შემცირდა. 2016 წლიდან უკრაინის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.5%-ით იზრდება. ექსპორტმა ზრდა 2017 წლიდან დაიწყო. 2017 წელს 8%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში კი ზრდა 13%-ია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრები პოლონეთი, იტალია და გერმანიაა.

გრაფიკი: უკრაინის ექსპორტი ევროკავშირში და რუსეთში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *