უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი კოვიდვაქცინის ნაკლებობის გამო გადააყენეს - Reuters

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი კოვიდვაქცინის ნაკლებობის გამო გადააყენეს - Reuters

უკრაინის პარლამენტმა ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაკლებობის გამო თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, მაქსიმ სტეპანოვი დღეს გადააყენეს და ის დაადანაშაულეს იმაში, რომ საჭირო რაოდენობის დოზების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

როგორც გამოცემა წერს, დაახლოებით 41-მილიონიან ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა 18 მაისის მდგომარეობით მხოლოდ 948 330 მოქალაქეს აქვს მიღებული.

„მინისტრის მთავარი ამოცანა 2021 წელს ვაქცინაცია და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინის საკმარისი რაოდენობის ვაქცინით უზრუნველყოფა იყო. ამ საკითხზე პროგრესი ძალიან ნელია“, – პარლამენტში განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა. პრემიერმა უკრაინის რადას ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების თხოვნით ფორმალურად გასულ კვირას მიმართა.

„ამ დრომდე უკრაინაში ვაქცინის 2.3 მილიონი დოზაა ჩამოტანილი, რასაც რთულია, უწოდო ჯანდაცვის მინისტრის ეფექტიანი მუშაობა“, – დასძინა მან.

თავის მხრივ სტეპანოვმა განაცხადა, რომ მან, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. ცნობისთვის, უკრაინაში ამ დრომდე 2 მილიონზე მეტი კოვიდშემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 48 469 ადამიანი ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. You said it adequately!
    casino en ligne fiable
    Fantastic data, Cheers.
    casino en ligne
    Thanks! Great information!
    casino en ligne
    Kudos, Good stuff!
    casino en ligne francais
    Amazing tips Thanks a lot!
    casino en ligne
    Cheers, An abundance of data.
    casino en ligne francais
    Very good information, Thanks!
    casino en ligne francais
    Nicely put. Appreciate it.
    casino en ligne francais
    Thanks. Loads of content!
    casino en ligne
    Helpful postings, Cheers.
    casino en ligne fiable

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *