უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა, რაც ქვეყნებს შორის კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე მიუთითებს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის აუზის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, ისტორიული თუ პოლიტიკური ურთიერთობა უკვე მრავალ ათწლეულს ითვლის. ტვირთბრუნვა კი საქართველოსა და უკრაინას შორის წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.
Товарообіг між Україною та Грузією за першу половину 2021 року зріс майже на 30%. Це яскраве свідчення дружніх взаємин між нашими країнами. Вдячний спікеру 🇬🇪 @kkuchava за візит в Україну. Переконаний, наша стратегічна співпраця надалі лише активно розвиватиметься. pic.twitter.com/5jtdmLSXi6
— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) October 7, 2021
მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია ჩინეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის შემდეგ. წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან აგვისტომდე საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის მთლიანი წილიდან 7.4% სწორედ უკრაინაზე მოდის.
დატოვე კომენტარი