უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 20-29 წლის ასაკის მოსახლეობაშია

უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 20-29 წლის ასაკის მოსახლეობაშია

ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს, საქართველოში უმუშევრობის დონემ 12% შეადგინა. თუმცა, თუ ასაკობრივ ჭრილში ვნახავთ, 20-24 წლის ასაკის მოსახლეობაში 32%-ია (ყოველი მესამე ადამიანი) უმუშევარი, ხოლო 25-29 წლის ასაკის მოსახლეობაში 21%. 20-29 წლის ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 26%-ია (ყოველი მეოთხე). შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში უმუშევრობის მაჩვენებელი იკლებს. უმუშევრობის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი საპენსიო ასაკის მოსახლეობაშია, რადგან პენსიონრების ნაწილი სამუშაოს არ ეძებს და შესაბამისად, სამუშაო ძალაში არ ითვლებიან.

საინტერესოა ერთი გარემოება. დასაქმებულთა შორის 58% თვითდასაქმებულია (შემოსავალი არ აქვს ხელფასის სახით), თუმცა 20-დან 45 წლამდე ასაკის მოსახლეობაში დაქირავებით დასაქმებულები უფრო მეტია, ვიდრე თვითდასაქმებულები. სიტუაცია იცვლება 45 წლის ასაკიდან, თვითდასაქმებულები მნიშვნელოვნად აჭარბებენ დაქირავებით დასაქმებულებს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ თანდათანობით დაქირავებით დასაქმებულთა წილი გაიზრდება.

დასაქმება და უმუშევრობა ასაკობრივ ჭრილში, ათასი კაცი:

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *