გაერომ მომდევნო წლის მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიმდინარე წელს მსოფლიოში 3%-იან ზრდას ელოდება, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაჩვენებელია. გასული წლის პროგნოზი 2,4% იყო. 2018-2019 წლებში გაერო მსოფლიოში 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მომდევნო წელს საქართველოში 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
გაეროს პროგნოზი რეგიონის ქვეყნებისთვის შემდეგია:
აზერბაიჯანი – 1,8%
ყაზახეთი – 3%
რუსეთი – 1,9%
თურქმენეთი – 1,8%
უზბეკეთი – 6,4%
სომხეთი – 3,8%
ბელორუსი – 2%
უკრაინა – 2,5%
ტაჯიკეთ – 6%
ყირგიზეთი – 5,8%
გაეროს პროგნოზით მომდევნო წელს საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა. აზერბაიჯანში ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი 5.9%-ია, სომხეთში 2,9%, ხოლო რუსეთში 4,4%.
გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 11.4% იყო, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კერძოდ, სომხეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 16.6%-ია, აზერბაიჯანში 5.2%, ყაზახეთში 5.4%, ყირგიზეთში 7.7%, მოლდოვაში 4.4%, რუსეთში 5.8%, ტაჯიკეთში 2.3%, თურქმენეთში 8.6%, უკრაინაში 8.8%, ხოლო უზბეკეთში 5.0%.
საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობათა გაერთიანება (დსთ) ოფიციალურად 2009 წელს დატოვა, თუმცა გეოგრაფიული და ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე საქართველოს განხილვა კვლავ აღნიშნულ ჯგუფში ხდება.
დატოვე კომენტარი