2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 28.7 ათასი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.
ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგში წამყვან ადგილებს ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული უნივერსიტეტები იკავებენ – უკვე არაერთი წელია, სიის სათავეში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი იმყოფება, მას შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი მოსდევს, მესამე ადგილს კი აგრარული უნივერსიტეტი იკავებს. 2018 წელთან შედარებით, ერთი პოზიციით გაუარესდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია და მან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ მეთორმეტე ადგილზეა, ტექნიკური უნივერსიტეტი კი ოცდამეხუთე ადგილს იკავებს. სიაში ცალკე არის დაჯგუფებული სასწავლებლები, სადაც მიღება 50 სტუდენტზე ნაკლებია. მცირე სასწავლებლებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ქულა “ბაუ ინთერნეიშენალშია”, უნივერსიტეტის მიღება კი მხოლოდ ოთხ სტუდენტს შეადგენს.
ჩარიცხულთა საშუალო ქულები გამოანგარიშებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით.
დატოვე კომენტარი