“პანდემიამდე, 2020 უკვე გამოცხადებული გვქონდა, როგორც სოფლის მეურნეობის ტურიზმის განვითარების წელი, უბრალოდ მარტის შემდეგ ვერ მოვახერხეთ იდეებისა და პროექტების განხორციელება“, – ამის შესახებ გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.
პოლოლიკაშვილის თქმით, მისმა გუნდმა ე.წ. „ლოქდაუნის“ პერიოდი იმისთვის გამოიყენა, რომ კონკრეტული გეგმა შეემუშავებინა ახალი ან უკვე არსებული მიტოვებული ტურისტული მიმართულებების შესაქმნელად. მისივე თქმით, შექმნის პროცესშია დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდიც, საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მეთაურობით.
“ეს იქნება დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სოფლების განვითარებას შეუწყობს ხელს. დასაწყისში საუბარია, დაახლოებით, $100-მილიონიან ფონდზე“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
დატოვე კომენტარი