მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ახალ კვლევაში აღნიშნავს, რომ მსოფლიო ნელ-ნელა და ფრთხილად ამსუბუქებს სამოგზაურო შეზღუდვებს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაწესებული. დოკუმენტის მიხედვით, მსოფლიო ტურისტული მიმართულებების 3%-მა უკვე გადადგა სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნისთვის გარკვეული ნაბიჯები.
“სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქება დროულად და პასუხისმგებლური მიდგომით ხელს შეუწყობს ბევრი სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მიღებას ტურიზმიდან. ეს გააუმჯობესებს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ ტურიზმის სექტორი მდგრადი განვითარების ძრავია და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ეკონომიკისთვის.
აღსანიშნავია, რომ UNWTO-მ გამოსცა გლობალური “გაიდლაინები“ ტურიზმის სექტორის გახსნასთან დაკავშირებით, რაშიც გაწერილია ყველა ის ნაბიჯი, რაც მთავრობამ და კერძო სექტორმა უნდა გადადგან მომდევნო თვეების განმავლობაში აღდგენის პროცესში.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, შვიდმა მიმართულებამ უკვე შეამსუბუქა შეზღუდვები საერთაშორისო ტურიზმისთვის, თუმცა, კორონავირუსთან დაკავშირებული ცალკეული შეზღუდვები ჯერ კიდევ მოქმედებს მსოფლიოში.
დატოვე კომენტარი