მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ UNWTO – 2018 წლის მსოფლიო ტურიზმის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში მოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტურიზმის დინამიკა.
2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მსოფლიოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 6.8%-ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. აფრიკაში ტურისტების რაოდენობა 9%-ითაა გაზრდილი, ხოლო ევროპაში კი 8%-ით. ამასთან, ევროპაში მსოფლიოს ტურისტების თითქმის ნახევარი ჩავიდა – 671 მილიონი, ხოლო აფრიკას მხოლოდ 63 მლნ ტურისტი ესტუმრა.
მსოფლიოში ტურისტების დანახარჯები 5%-ით გაიზარდა, დანახარჯების 40% ევროპაზე მოდის.
ანგარიშის მიხედვით, დანახარჯების ყველაზე დიდი წილი ჩინელ ტურისტებზე მოდის, რომლებმაც მოგზაურობაზე 258 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. მეორე ადგილზე დანხარჯების მიხედვით ამერიკელი ტურისტები არიან, რომლებმაც წლიურად 135 მილიარდზე მეტი დახარჯეს მოგზაურობაზე.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები, სადაც ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგია:
ეგვიპტე – ზრდა 55%
ტოგო – ზრდა 46%
ვიეტნამი – ზრდა 29%
საქართველო – ზრდა 27.9%
პალესტინა – ზრდა 25%
დატოვე კომენტარი