უორენ ბაფეტი $100-მილიარდერთა კლუბს შეუერთდა, რომელშიც ამ დრომდე მხოლოდ ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და ბილ გეითსი იყვნენ.
90 წლის ამერიკელი ინვესტორის ჯგუფ Berkshire Hathaway-ის აქციები მიმდინარე წელს რეკორდულად გაიზარდა. შედეგად ოთხშაბათის მონაცემებით, ბაფეტის ქონება პირველად $100 მილიარდს ასცდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტი ათწლეულებია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაშია, მისი ქონება ჯერ $100 მილიარდზე მეტი არ ყოფილა. ამის ერთ-ერთი მიზეზი სოლიდური რაოდენობის დონაციები და საქველმოქმედო აქტივოებია. 2006 წლის შემდეგ მას $37 მილიარდზე მეტი აქვს გაცემული. ბაფეტი საქველმოქმედო კამპანია Giving Pledge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა.
უორენ ბაფეტის ქონება ძირითადად Berkshire Hathaway-ის აქციებზე მოდის. აღნიშნული კომპანია $600 მილიარდადააა შეფასებული. მისი აქციების ფასი წელს 15%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბაფეტის კომპანიაა Apple-ში ყველაზე მსხვილი აქციონერი.
ბაფეტი Berkshire Hathaway-ის სათავეში 1965 წელს ჩაუდგა. კომპანია ახლა 90-ზე მეტ ბიზნესს აერთიანებს.
დატოვე კომენტარი