ამერიკელი ინვესტორი და Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე უორენ ბაფეტი ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი რისკი, რომლის წინაშეც შეიძლება კომპანია აღმოჩნდეს, შეუსაბამო CEO-ს (მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი) დანიშვნაა.
„უდიდესი საფრთხეა, როდესაც CEO ხდება ადამიანი, რომელიც ყველას მოსწონს, მაგრამ მან არ იცის, ზუსტად რას და რისთვის აკეთებს. შედეგად, რთულდება ბიზნესის მენეჯმენტი და კომპანია უამრავი პრობლემის წინაშე დგება“, – ამბობს ბაფეტი.
Berkshire-ის ბორდთან შეხვედრისას 90 წლის ბაფეტმა განაცხადა, რომ CEO უნდა ეცადოს, „შეინარჩუნოს კომპანიის კულტურა“. მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს, რომელთა პუნქტობრივად თავმოყრასაც ბაფეტი სამომავლოდ გეგმავს.
იგი ასევე ხელმძღვანელებისთვის დამახასიათებელ ისეთ თვისებებზე საუბრობს, რომლებიც კომპანიის განვითარებისთვის ხელის შემშლელია. მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ CEO იშვიათად ცდილობს, შეეწინააღმდეგოს საკუთარ თავს და შეცვალოს კურსი.
დატოვე კომენტარი