უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგმა Berkshire Hathaway-მ 11.6 მილიარდ დოლარად იყიდა ამერიკული სადაზღვევო კომპანია Alleghany, რომელიც 1929 წელს დაარსდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 4 400-მდე თანამშრომელს ასაქმებს და ათასობით მომხმარებელს ემსახურება.
საგულისხმოა, რომ კომპანია Alleghany-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯოსეფ ბრანდონია, რომელიც უორენ ბაფეტის დიდი ხნის მეგობარია. ჯერ კიდევ 2001 წელს ბრანდონი ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგის მფლობელობაში არსებული General Re-ის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
„დიდად მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მომეცემა ჩემს მეგობართან, ჯო ბრანდონთან მუშაობის საშუალება“, – განაცხადა ბაფეტმა.
$11.6-მილიარდიანი შენაძენი ბოლო ექვს წელიწადში Berkshire-ის მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი გარიგებაა.
აღსანიშნავია, რომ ამბის გავრცელებას ინვესტორების მხრიდან საფონდო ბირჟებზე დადებითი შეფასება მოჰყვა, 5-დღიან ჭრილში Berkshire-ის აქციების ფასი 5.6%-ით გაიზარდა, კომპანიის ამჟამინდელი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 780 მილიარდ დოლარს აღწევს.
დატოვე კომენტარი