ამერიკელი მილიარდერის კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მ ხუთ იაპონურ საინვესტიციო კომპანიაში აქციები შეიძინა. კერძოდ, როგორც marketwatch-ი წერს, ბაფეტის კომპანიამ Mitsubishi-ის, Mitsui & Co-ს, Sumitomo Corp-ის, Itochu Corp-ის და Marubeni Corp-ის აქციები შეიძინა.
აქციების წილმა კი ხუთივე კომპანიაში სულ მცირე 5%-ი შეადგინა, ცალკეულ შემთხვევებში კი 10%-საც გადააჭარბა.
Berkshire Hathaway-ში არ ამბობენ, თუ რამდენი გადაიხადეს მათ აქციების შესაძენად. თუმცა, პარასკევის ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, თითოეულ კომპანიაში მინიმუმ 5%-იანი წილის შესყიდვა ჯამში $6 მილიარდს მიაღწევდა.
“მოხარული ვარ, რომ Berkshire Hathaway-ი იაპონიის მომავლის მონაწილე ხდება, ჩვენ ხუთი კომპანია შევარჩიეთ ინვესტირებისთვის“, – განაცხადა თავად ბაფეტმა.
ცნობისთვის, Berkshire Hathaway-ი ისეთ კომპანიებში ფლობს აქციებს, როგორიცაა Kraft Heinz Company, American Express-ი, Wells Fargo, The Coca-Cola, Bank of America და Apple.
დატოვე კომენტარი