უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ის ცნობილი ინვესტორები

უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ის ცნობილი ინვესტორები

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ის ინვესტორებს ისეთი ცნობილი ადამიანები წარმოადგენენ, როგორიცაა მაგალითად ბილ გეითსი, ლებრონ ჯეიმზი და ჯორჯ ლუკასი.

ბაფეტის კონგლომერატი, რომელიც თავის მხრივ აქციებს ფლობს Apple-სა და Coca-Cola-ში, ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული კომპანიაა მსოფლიოში. ამიტომაც არც არის გასაკვირი, რომ ბაფეტის კომპანიამ ინვესტიციები მოიზიდა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც არამხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ცნობილი და გავლენიანები არიან.

მათ შორისაა:

  1. ლებრონ ჯეიმზი – ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშე;
  2. ჯორჯ ლუკასი – „ვარსკვლავური ომების“ და „ინდიანა ჯონსის“ შემქმნელი
  3. ბილ გეითსი – „მაიკროსოფტის“ შემქმნელი;
  4. პოლ რაიანი – პოლიტიკოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი;
  5. ალექს როდრიგესი – ბეისბოლის მოთამაშე;
  6. გლენ კლოუზი – მსახიობი;
  7. ჯიმი ბაფეტი – მომღერალი;
  8. ბილი ბინი – ყოფილი ბეისბოლის მოთამაშე;
  9. ორი ჰეტჩი – ყოფილი პოლიტიკოსი და სენატორი;
  10. ბილი ჯინ კინგი – ყოფილი ჩოგბურთელი.

Businessinsider

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *