ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. მან განცხადება სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გაავრცელა.

“დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში.

ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის.

საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს”, – ნათქვამია ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.