2019 წლის აპრილში, წინა თვესთან, მარტთან, შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 145 მილიონი დოლარით (4.4%-ით) გაიზარდა და 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეზერვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა – 3.3 მილიარდი დოლარი.
ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 582 მილიონი დოლარით (21%-ით) არის გაზრდილი.
2019 წლის 30 აპრილის მდგომარეობით არსებული 3.4 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვებიდან 2.7 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 712 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი
დატოვე კომენტარი