უძრავი ქონება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. გასული წლის განმავლობაში მშენებლობის მიმართულებით 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის 10.1%-ით ზრდაში 1.1%-იანი წვლილი შეიტანა. სექტორის ზრდის ფონზე, ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს შორის კონკურენციაც მატულობს. უძრავი ქონების კონკურენტულ გარემოში ადგილის შესანარჩუნებლად კი პროექტები მთავარი შემფასებლის – მომხმარებლის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს უნდა მოარგო. სწორედ ეს არის „გუმბათი ჰოლდინგის“ ამოსავალი წერტილი, რომელიც მომხმარებლების ნდობის მოპოვებას თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებთან შესაბამისობითა და მშენებლობაში მაღალი ხარისხის დანერგვით ახერხებს.
კომპანიამ, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა, უკვე შეძლო ოთხი პროექტის წარმატებით განხორციელება, ამჟამად კი ერთდროულად სამ პროექტზე მუშაობს. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „ვაკე რეზიდენსი“ – პრემიუმ-კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან სულ რაღაც 100 მეტრში, აბულაძისა და ყიფშიძის ქუჩებს შორის შენდება. განაშენიანება 1 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს, მშენებლობა კი მთლიანობაში 100,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
გამორჩეული დიზაინისა და თანამედროვე არქიტექტურის გარდა, პროექტს განსაკუთრებულს ხდის მრავალფუნქციური ხასიათი – საცხოვრებელ ბინებთან ერთად „ვაკე რეზიდენსი“ საოფისე სივრცეებსა და კომერციულ ფართებს გააერთიანებს. ამ ყველაფერთან ერთად კი კომპლექსში არასტანდარტული რეკრეაციული ზონა მოეწყობა, რაც სართულებს შორის საერთო მოხმარებისთვის განკუთვნილი, 6-მეტრიანი ღია ტერასების განთავსებას ითვალისწინებს, საიდანაც პანორამული ხედი ერთი მხრიდან ვაკის ცენტრალურ ნაწილზე, მეორე მხრიდან კი მზიურის პარკზე იშლება.
რეკრეაციული ზონა, რომელსაც პროექტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, საერთო ჯამში 4,000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და მოსასვენებელ და გასართობ კუთხეებს, სარბენ ბილიკს, ასევე მსგავსი ტიპის სხვა ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. გარდა ამისა, კომპლექსში დაბინავების მსურველთათვის კიდევ ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობა პირადი ეზო-ტერასების ტიპის სივრცის ფლობაა. ამის საშუალება კომპლექსის ბოლო სართულის მაცხოვრებლებს ექნებათ. კომპანიის მიზანი მომხმარებლების ბუნებასთან კავშირის მაქსიმალურად შენარჩუნება და მათთვის ჯანსაღი საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნაა.
გარდა არასტანდარტული სარეკრეაციო სივრცეებისა, კომპლექსი მოიცავს 3,000 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ დახურულ გამწვანებულ ეზოს, ასევე 600-მდე მანქანისთვის გათვლილ სამდონიან ავტოსადგომს.
როგორც ხედავთ, „ვაკე რეზიდენსის“ მობინადრეებს ცხოვრება, მუშაობა, შოპინგი, გართობა და დასვენება კომპლექსიდან გაუსვლელად შეეძლებათ. ეს კი, ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობით გადატვირთული ქუჩების გათვალისწინებით, დროის დაზოგვისა და საკუთარი თავისთვის მეტი ყურადღების დათმობის საშუალებას იძლევა. ამასთანავე, „ვაკე რეზიდენსის“ უპირატესობა მის ადგილმდებარეობაში მდგომარეობს – კომპლექსი ბიზნესის, საზოგადოებრივ და კომერციულ სივრცეებთან სიახლოვეს შენდება.
მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვასთან ერთად „გუმბათი ჰოლდინგის“ პრიორიტეტი მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამისთვის კომპანია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალას იყენებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კონსტრუქციის მშენებლობის დაწყებამდე საქართველოში არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული სეისმოლოგიური მედეგობის სტანდარტი იქნა გათვალისწინებული, ამასთან ერთად კი კომპანიამ დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნაც მოამზადა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტი იმ მომხმარებლების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რომელთათვისაც ხარისხი, კომფორტი და დრო ყველაზე მნიშვნელოვანია.
უძრავი ქონება საინვესტიციოდ ერთ-ერთ საუკეთესო სექტორად მიიჩნევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მრავალფუნქციურ კომპლექსს ეხება, რომელზე მოთხოვნაც უფრო და უფრო იზრდება. ამის პარალელურად კი იზრდება მსგავს კომპლექსებში განთავსებული საცხოვრებელი, საოფისე თუ კომერციული სივრცეების ფასი. აქედან გამომდინარე, „ვაკე რეზიდენსი“ არა მხოლოდ იქ ცხოვრების მსურველთათვის, არამედ ინვესტორებისთვისაც არის მიმზიდველი. „ვაკე რეზიდენსში“ შეძენილი უძრავი ქონებიდან სარგებლის მიღების მსურველებს მენეჯმენტ-კომპანია მოემსახურება, რომელიც მესაკუთრეებს ბინების გაქირავებისა და გაყიდვის სერვისს შესთავაზებს, ასევე კომპლექსის მოვლა-პატრონობაზე იზრუნებს.
„ვაკე რეზიდენსი“ „გუმბათი ჰოლდინგისთვის“ განსაკუთრებული პროექტია, ერთი მხრივ, თავისი მასშტაბურობიდან და არქიტექტურული სპეციფიკიდან გამომდინარე, მეორე მხრივ კი იმის გათვალისწინებით, რომ მან ობიექტი 2008 წელს, სხვა კომპანიისგან გადაიბარა და კომპლექსის დასრულებაზე პასუხისმგებლობა აიღო. აქედან გამომდინარე, პროექტის წარმატებით განხორციელება „გუმბათი ჰოლდინგისთვის“ დიდ გამოწვევასთან გამკლავების ტოლფასია. ვაკე რეზიდენსის სამშენებლო ნაწილი 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.
დატოვე კომენტარი