“აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2018 წლის კლასის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად (Young Global Leader) დასახელდა.
მსოფლიო მასშტაბით შეირჩა 40 წლამდე ასაკის 100 ყველაზე გამორჩეული ლიდერი, რომლებიც იზრუნებენ ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შექმნისთვის.
მსოფლიოს ასი ყველაზე პერსპექტიული და იმედის მომცემი ხელოვანი, ბიზნესლიდერი, საჯარო მოხელე, ტექნოლოგი და სოციალური მუშაკი მიწვეულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერების (YGL) გაერთიანებაში. ისინი შეუერთდებიან გაერთიანებას და ხუთწლიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოუწევთ აზროვნება საკუთარი კომპეტენციის მიღმა და, ამგვარად, უფრო გავლენიან და ეფექტიანლიდერებად ჩამოყალიბება.
თითოეული მათგანი დასახელებულია ნოვატორული საქმიანობისათვის, პრობლემების მიმართ არაორდინალური მიდგომისა და მათი უნარისათვის ააგონ ხიდები კულტურებს, ბიზნესებს, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
დატოვე კომენტარი