ბოლო წლებში ამერიკული დოლარის მიმართ რეგიონის ქვეყნების ვალუტებიდან ყველაზე მეტად თურქული ლირა გაუფასურდა. 2014 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 24 მაისამდე პერიოდში თურქულმა ლირამ დოლარის მიმართ საკუთარი ღირებულების 55%-მდე დაკარგა. G&T-ის ინფორმაციით, რომელიც Bloomberg-ის მონაცემებს ეყრდნობა, ამავე პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 30%-ით გაუფასურდა.
სხვადასხვა ვალუტების კურსები 2014 წლიდან 2018 წლის მაისის ბოლომდე დოლარის მიმართ შემდეგნაირად შეიცვალა:
• ევრო – გაუფასურდა 10%-ზე მეტად
• სომხური დრამი – გაუფასურდა 15%-ზე მეტად
• მოლდოვური ლეი – გაუფასურდა გაუფასურდა 17%-ზე მეტად
• ქართული ლარი- გაუფასურდა 30%-ით
• რუსული რუბლი – გაუფასურდა 40%-ზე მეტად
• ყაზახური ტენგე – გაუფასურდა 42%-ზე მეტად
• ბელარუსული რუბლი – გაუფასურდა 45%-ზე მეტად
• უკრაინული გრინვა – გაუფასურდა 50%-ზე მეტად
• აზერბაიჯანული მანათი – გაუფასურდა 50%-ზე მეტად
• თურქული ლირა – გაუფასურდა 53%-ზე მეტად
რეგიონის ქვეყნებში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკრაინაში ფიქსირდება, სადაც 2017 წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების ცვლილებამ 13% შეადგინა. მას მოსდევს თურქეთი სადაც ინფლაციის დონე 12%-მდეა. ყაზახეთში ინფლაცია 7%-მდეა, აზერბაიჯანში კი 8%-მდე.
დატოვე კომენტარი