საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი, Valvoline-ი საკუთარ გლობალურ ბიზნესს ნავთობმომპოვებელ გიგანტს და მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას, Saudi Aramco-ს $2.65 მილიარდად მიყიდის, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
როგორც გამოცემის ინფორმაციიდან ირკვევა, გარიგების დასრულების შემდეგ, Valvoline-ს საკუთარი ბრენდის გლობალური საცალო ვაჭრობის მიმართულება დარჩება, ხოლო Aramco გლობალურ მიწოდების ჯაჭვს ჩაიბარებს. ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი სერვისცენტრების ბიზნესს გულისხმობს, ხოლო მეორე – საცხებ-საპოხი მასალების გლობალურ მიწოდებას.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გარიგების გასაჯაროების შემდეგ, Valvoline-ის აქციების ღირებულებამ ბაზრის გახსნამდე 2%-ით იმატა.
დატოვე კომენტარი