დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიკროსქემების მწარმოებელი ჩინური უმსხვილესი კომპანიის Semiconductor Manufacturing International Corporation-ის (SMIC) წინააღმდეგ საექსპორტო რეგულაციების დაწესებას აპირებს. თუმცა, ამ ეტაპზე მსჯელობა მიდის იმაზე, თუ რომელი შეზღუდვა ამოქმედდება აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ. ცნობისთვის, აშშ-ის შავ სიაში დაახლოებით 300 ჩინური კომპანია ჰყავს შეყვანილი.
როგორც CNBC წერს, ამ გადაწყვეტილებთ, აშშ-ი ჩინეთის ტექნოლოგიურ კომპანიებს კიდევ უფრო მეტი წნეხის ქვეშ მოაქცევს და ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს. შეერთებული შტატების თანამდებობის პირებს მიაჩნიათ, რომ ჩინური ტექნოლოგია მომხმარებლების პირად ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფოს გადასცემს. მართალია, ეს ბრალდება ჩინეთის სახელმწიფომაც უარყო და ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც, თუმცა, აშშ-ი უსაფრთხოების ზომების მიღებას მაინც არ წყვეტს.
გასულ თვეს, The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ჩინეთის სამხედრო მკვლევარები მეხსიერების ბარათების შესაქმნელად SMIC-ის ტექნოლოგიას იყენებენ. კომპანიამ ეს ბრალდება უარყო და დაამატა, რომ ჩინეთის სახელმწიფოსთან მისი საქმიანობა კავშირში არ არის.
დატოვე კომენტარი