მსოფლიოს წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა SES-მა, ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა შეხვედრა – „ვიდეოს ოქროს ხანა“, რომელზეც განიხილეს ტელევიზიის როლი და პოზიცია თანამედროვე გართობის ინდუსტრიაში, ათასწლეულის თაობის (მილენიალების) მიერ ტელევიზიის/ვიდეოს ყურების ძირითადი ტენდენციები და Ultra HD-თან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრა შედგა სასტუმროში „ბილტმორ-თბილისი“, რომელსაც ესწრებოდა წამყვანი მედიის 10-მდე წარმომადგენელი.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა:
– ნილს–ფილიპ აბრაჰამსონი – SES-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში
ძირითადი საკითხები SES-ის წარმომადგენლის, ბატონი ნილს-ფილიპ აბრაჰამსონის სიტყვიდან:
- ვიდეობაზარი სწრაფად ვითარდება შემდეგი მიმართულებით:
- კონტენტის მოხმარების სწრაფი ზრდა
- მაღალი გარჩევადობის მიმართ ინტერესის ზრდა
- სახლის ციფრული ტელევიზია – ყველაფერი წინაა
- „Ericsson Consumer Lab“-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა პროცენტი, რომლებიც კვირის მანძილზე სხვადასხვა სიტუაციაში მოიხმარენ ტელევიზიის/ვიდეო კონტენტის რომელიმე სახეობას, წლიდან წლამდე იზრდება;
- იმ მომხმარებელთა პროცენტი, რომლებიც დღის მანძილზე შინ უყურებენ რომელიმე სახის ტელევიზიას/ვიდეოს თითქმის გაორმაგდა 2013 წლიდან (39%-დან 2013 წელს, 67%-მდე 2016 წელს). მომხმარებელთა ყველაზე მაღალი, 93%, საღამოს საათებში, სახლში უყურებს ტელევიზორს/ვიდეოს. ასევე 13-18%-ით გაზრდილია კონტენტის მთლიანი მოხმარება სხვადასხვა სიტუაციაში ;
- ანალოგური ტელევიზია კვლავ აქტუალურია და მას ყველა ტიპის ადამიანი უყურებს, მათ შორის ათასწლეულის თაობა – ანალოგური ტელევიზიის ყურების დრო ათასწლეულის თაობის წარმომადგენლების ყურების მთლიანი დროის 45%-ს შეადგენს (კვირაში 34 სთ), ხოლო 35 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების შემთხვევაში – ყურების მთლიანი დროის 65%-ს (28 სთ კვირაში);
- ევროპის, აშშ-ისა და ბრაზილიის 11 ბაზრის მონაცემებით – ტელევიზია საღამოს გართობის ძირითად ფორმად რჩება – ადამიანები ტელევიზორს ძირითადად მაშინ უყურებენ, როდესაც სახლში არიან და უმეტესწილად ეს საღამოს საათებში ხდება;
- ემპირიული ანალიზი გვიჩვენებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ნანახი ვიდეოს შემოსავლის 95% ტელევიზიას ემყარება;
- მომხმარებლები ეძებენ ისეთ სატელევიზიო პაკეტებს, რომლებიც აერთიანებს როგორც ტელევიზიას, ასევე OTT ტექნოლოგიას – SES-ის თანახმად მომგებიანი სტრატეგიაა სატელევიზიო პაკეტების შეთავაზება, რომელიც მოიცავს როგორც ანალოგურ ტელევიზიას, ასევე OTT ტექნოლოგიას – “HD სატელევიზიო შემოსავლებს ზრდის”;
- SES-ს ჰყავს 1 მილიარდი მაყურებელი, იგი 325 მილიონ სახლს ემსახურება 7,741 სატელევიზიო არხის, 2,587 HDTV არხისა და 31 Ultra HD არხის მეშვეობით. SES ასევე მუშაობს 40-ზე მეტ DTH-პლატფორმაზე;
- 2012 წლიდან SES-ის ვიდეო სატელევიზიო არხები 39%-ით გაიზარდა (HD +69%; SD +39%);
- SES-ი მსოფლიო ლიდერია, მას აქვს 83 Ultra HD არხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და 34 UHD არხი მსოფლიოში არსებული თანამგზავრების მეშვეობით;
- პროგნოზის მიხედვით UHD არხების რაოდენობა წლიურად 33.7%-ით გაიზრდება.
- SES ახორციელებს VoD (სერვისი „ვიდეო მოთხოვნით“) მომსახურებებს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ნაკლებია დაფარვა და მცირე მაღალსიჩქარიანი კავშირი არსებობს და მომხმარებელს ეკონომიურ ფასად მეტ შესაძლებლობას სთავაზობს.