ვიეტნამურმა კონგლომერატმა Vingroup-მა განაცხადა, რომ შექმნა ახალი სმარტფონი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში პირველი მოწყობილობა იქნება, რომელზეც 5G ინტერნეტი იმუშავებს. როგორც Vingroup-ის კუთვნილი კომპანია VinSmart Research & Manufacturer-ის განცხადებაში წერია, ახალი სმარტფონი უკვე მზადაა და მას Vsmart Aris-ი ჰქვია.
“ამგვარად, VinSmart-ი პირველი ვიეტნამური კომპანიაა, რომელიც წარმატებით აწარმოებს სმარტფონებს, რომელზეც მეხუთე თაობის ტექნოლოგია მუშაობს. ჩვენ ვიმედონებთ, რომ ვიეტნამელ მომხმარებლებს მალე ექნებათ წვდომა და შესაძლებლობა ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ტექნოლოგია გამოიყენონ“, – წერია კომპანიის განცხადებაში.
აღნიშნულ სმარტფონზე კომპანია ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.
Vsmart-ის მიერ წარმოებულ ტელეფონებს ვიეტნამის ბაზრის 16.7% უკავია, ის მესამე ადგილასაა Samsung-ის და Oppo-ს შემდეგ.
Vingroup-ის ბიზნესებს შორის არის სავაჭრო ცენტრები, საკურორტო ზონები, უძრავი ქონება, ავტოწარმოება, უნივერსიტეტი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ვიეტნამური კონგლომერატი, რომლის შემოსავლებიც 2019 წელს $5,5 მილიარდი იყო, ვიეტნამში უმდიდრესი ადამიანის ფამ ნიატ ვიონგის დაფუძნებულია. ვიონგის ქონება $5,7 მილიარდს შეადგენს.
დატოვე კომენტარი