2021 წელს სახელმწიფო უწყებებმა ტენდერებით 605 მლნ ლარი დაზოგეს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშით, ყველაზე მეტი თანხის, დაახლოებით 474 მილიონი ლარის ეკონომია სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოების ტენდერებზე გაკეთდა.
ეკონომიის 62% – 373 მილიონი ლარი ათი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე მოდის.
TOP-10 შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიის მიხედვით
- გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია – ეკონომია – 149.4 მლნ ლარი
- საავტომობილო გზების დეპარტამენტი – ეკონომია – 113.95 მლნ ლარი
- თბილისის მერია – ეკონომია – 26.15 მლნ ლარი
- მუნიციპალური განვითარების ფონდი – ეკონომია – 23.5 მლნ ლარი
- საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო – ეკონომია – 19.8 მლნ ლარი
- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო – ეკონომია – 14.07 მლნ ლარი
- გაზის ტრანსპორტირების კომპანია – ეკონომია – 8.31 მლნ ლარი
- თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო – ეკონომია – 7.25 მლნ ლარი
- სამგორის რაიონის გამგეობა – ეკონომია – 5.5 მლნ ლარი
- ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო – ეკონომია – 5.14 მლნ ლარი
სულ – 373,229,167 ლარი
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში პრეტენდენტების საშუალო რაოდენობამ ტენდერებში შეადგინა 2.15.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს eProcurement სისტემაში დარეგისტრირდა 5,001 ახალი მიმწოდებელი და ჯამში სისტემაში რეგისტრირებული მიმწოდებლების რაოდენობამ წლის ბოლოსთვის შეადგინა 49,174. აღსანიშნავია, რომ სისტემაში რეგისტრირებული მიმწოდებლებიდან 2,596-მდე არის არარეზიდენტი ბიზნესსუბიექტი 87 ქვეყნიდან. ამასთანავე, სისტემას დაემატა 76 ახალი შემსყიდველი ორგანიზაცია და მათმა რიცხვმა წლის ბოლოსთვის 4,519 შეადგინა.
დატოვე კომენტარი