საქართველოში ელექტრონული აუქციონის e-auction-ის მომხმარებელთა უმეტესობას ფიზიკური პირები წარმოადგენენ – რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე აუქციონის მომხმარებლების 84.8% მოდის, ხოლო არარეზიდენტებზე კი 0.8%. 14.4% იურიდიულ მომხმარებლებს უკავიათ. ჯამში 2017 წლის მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონს საქართველოში 10 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა.
აუქციონზე კი ქონება ყველაზე ხშირად სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს გამოაქვს, რომელზეც მთლიანი მოცულობის 70% მოდის. სწორედ აღნიშნული ორგანო უზრუნველყოფს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვას.
გასულ წელს სააგენტომ აუქციონზე 57 ათასზე მეტი ლოტი გამოაცხადა. მთლიანი მოცულობის 14% უკავია აღსრულების ეროვნულ ბიუროს, 11% კი იურიდიულ პირებს. გასულ წელს საქართველოში აუქციონზე ჯამში 81 000-ზე მეტი ლოტი გამოცხადდა.
გამოცხადებული ლოტებიდან უმეტესობა ტრანსპორტის კატეგორიას მიეკუთვნება (24%); მთლიანი მოცულობის 19% უკავია ელექტრო ტექნიკასა და ინვენტარს. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქონებიდან 5%-ს შეადგენს შენობა-ნაგებობა, 10%-ს კი მიწა. მთლიანი მოცულობის 3% მოდის საიუველირო ნაკეთობებზე, ხოლო 4% კი ავეჯზე. საკომუნიკაციო საშუალებებს მთლიანი მოცულობის 2% უკავია. დანარჩენი კი სხვადასხვა პროდუქციაზე ნაწილდება.
დატოვე კომენტარი