Virgin Galactic-მა კოსმოსში ტურისტული ფრენები 2023 წლის გაზაფხულისათვის გადადო

Virgin Galactic-მა კოსმოსში ტურისტული ფრენები 2023 წლის გაზაფხულისათვის გადადო

ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანია Virgin Galactic-მა კოსმოსში კომერციული ფრენები კიდევ სამი თვით, 2023 წლის გაზაფხულისათვის გადადო. კომპანიის განცხადებით, კოსმოსურ ხომალდს დამატებითი სამუშაოებისათვის გარკვეული დრო კიდევ სჭირდება.

Virgin Galactic-ი კოსმოსში ტურისტულ ფრენებს 2023 წლიდან დაიწყებს. საინტერესოა, რომ ეს თარიღი კომპანიამ აქამდე ორჯერ გადადო. პირველად კოსმოსური კომპანია კომერციული ფრენების დაწყებას 2022 წლის ბოლოსთვის გეგმავდა, შემდეგ კი თარიღმა 2023 წლის დასაწყისისათვის გადაიწია.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, კომპანიის აქციათა ფასი 10%-ით შემცირდა. საინტერესოა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიის აქციათა ფასი 70%-ით არის შემცირებული.

ცნობისათვის, კომპანიის ბალანსზე ამჟამად მხოლოდ ერთი, 14 წლის კოსმოსური ხომალდი ირიცხება, რომელიც ტურისტების გადასაყვანად გამოიყენება. აღნიშნული ხომალდი Virgin Galactic-ის ფრენებში უდიდეს როლს ასრულებს. კომპანიის კოსმოსური შატლები დედამიწის ზედაპირიდან 15 კილომეტრის დაშორებით სწორედ მას გაჰყავს.

შეგახსენებთ, რომ Virgin Galactic-მა მეორე კვარტალში 93 მილიონი დოლარის ოდენობის, ხოლო პირველ კვარტალში კი 77 მილიონის კორექტირებული საოპერაციო ზარალი დააფიქსირა. ამჟამად კომპანიის ბალანსზე 1.1 მილიარდი აშშ დოლარი ირიცხება. კოსმოსური ტურიზმის დაწყების თარიღის კიდევ ერთხელ გადადება შესაძლოა კომპანიისათვის სავალალო შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *