Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Forbes Georgia-სთან პარტნიორობით 2021 წლის 11 ოქტომბრიდან საქართველოში ბიზნეს პროექტს იწყებს.
პროექტის მიზანია, ღია დისკუსიის ფორმატში, საზოგადოებას გაუზიაროს ინფორმაცია საქართველოს მზარდი ინოვაციური პოტენციალისა და კულტურის, სფეროში არსებული ტრენდებისა და ციფრული გადახდების თანამედროვე ბიზნეს მოდელების შესახებ. პროექტის ფარგლებში, მომზადდა პოდკასტების სერია, რომელიც რვა ეპიზოდს აერთიანებს. Forbes Georgia-ს გუნდი, Visa-ს ექსპერტებთან, საბანკო სფეროს, მცირე და საშუალო ბიზნესის, ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ყოველ ორშაბათს, 30-წუთიანი ეპიზოდით წარდგება მსმენელის წინაშე.
„ჩვენი ხედვა საქართველოში ციფრული გადახდების განვითარებასა და მისკენ სწრაფვაში, ინოვაციებს ემყარება. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს უდიდესი ინოვაციური პოტენციალი აქვს – შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია უკონტაქტო გადახდის სისტემების შეღწევადობის თვალსაზრისით, რაც ინოვაციების დანერგვის მასშტაბურობას ზრდის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ Forbes Georgia-სთან პარტნიორობით ვქმნით პლატფორმას, სადაც მოწვეულ სტუმრებთან, ექსპერტებთან, Visa-სა და მის პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელებთ ბევრ სიახლეზე, ჩვენს მიღწევებზე, ინოვაციურ გადახდის სისტემებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც რეგიონში ინოვაციების განვითარებას უწყობს ხელს“. – დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
„მოხარულები ვართ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერთან პარტნიორობით წარმოვადგინოთ პოდკასტების სერია, რომელშიც Forbes Georgia-ს გუნდი მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებს, სტარტაპებსა და მათ ქომაგებს. წარმოდგენილი ეპიზოდები ნათლად წარმოაჩენს ციფრული ინოვაციების პერსპექტივას ქართული კომპანიების მაგალითზე. ამასთან, ჩვენ, სტუმრებთან ერთად, ვაანალიზებთ გლობალურ ტრენდებსა და გამოწვევებს, ციფრული ინოვაციების პერსპექტივებს ქართული ბაზრისთვის. ვფიქრობ, მსმენელები თითოეული ეპიზოდიდან ღირებულ გამოცდილებასა და ახალ ცოდნას მიიღებენ“. – გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი.
11 ოქტომბერს კამპანიას ოფიციალურად გახსნის Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძე, რომელიც Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან ერთად განიხილავს საქართველოში ბიზნესის ზრდის შესაძლებლობებს ახალი პარტნიორობებისა და ინოვაციური გადახდის ტექნოლოგიების საშუალებით.
მომდევნო ეპიზოდების განრიგი მოწვეული სტუმრებისა და განსახილველი თემების შესახებ, ასეთია:
- კახა გელაშვილი, PayZe | ევგენი ლისნიაკი, Visa – ფინტექ ტექნოლოგიების ერა;
- გიორგი კაპანაძე, Space NEOBANK- ინოვაციური ციფრული ბანკინგი;
- დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI – ინვესტიციების მოზიდვა;
- ლევან გომშიაშვილი, საქართველოს ბანკი – სტარტაპების მხარდაჭერა | 500 Georgia;
- ალექსანდერ სტელმაქი, Visa – უახლესი ციფრული ინოვაციები;
- პაპუნა ლეჟავა, საქართველოს ეროვნული ბანკი – ციფრული ლარის განვითარება;
- ნინო დვალიძე, My Nanny | ანანო დოლაბერიძე, Phubber – ანტრეპრენიორობა სოციალური ცვლილებებისთვის.
გვისმინეთ და გაიგეთ მეტი საქართველოს ინოვაციური შესაძლებლობების შესახებ, ყოველ ორშაბათს, ციფრულ ფორმატში, შემდეგ პლატფორმებზე:
→ Spotify
→ YouTube