ევროპარლამენტის წევრებმა და რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელი ხალხი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
„მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები დემოკრატიისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად იბრძვიან. ბრძოლაში ჩართული დემოკრატიულად არჩეული უკრაინელი პრეზიდენტით, ვოლოდიმირ ზელენსკით დაწყებული და ქვეყნისთვის ოჯახს დამშვიდობებული და საბრძოლველად წასული აცრემლებული მამაკაცით დამთავრებული – უკრაინელები ავტორიტარიზმის წინააღმდეგ იბრძვიან“, – ვკითხულობთ პოლიტიკოსების განცხადებაში.
თუმცა, ყველაფერი ოდნავ უფრო რთულადაა, რადგან მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე კანდიდატურების მიღება ყოველი წლის 31 იანვარს, საღამოს თორმეტ საათზე წყდება. პროტოკოლის ეს ნაწილი კარგად ესმით ევროპელ პოლიტიკოსებს, რომელთაც საკუთარ წერილში, ნობელის პრემიის კომიტეტს კანდიდატურების წარდგენის უკანასკნელი ვადის გადაწევა 31 მარტის ჩათვლით სთხოვეს. ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა ამ თხოვნას ნობელის პრემიის კომიტეტი.
დატოვე კომენტარი